4 უპასუხო გოლი და გამოუყენებელი პენალტი - "რეალმა" "ჟირონა" არ დაინდო

AutoSharing Option
ლა ლიგის 24-ე ტურში „რეალმა“ სახლში უახლოესი მდევარი „ჟირონა“ 4:0 გაანადგურა.

ვინისიუსმა გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, ბელინგემმა დუბლი შეასრულა, ხოსელუმ კი პენალტი ვერ გამოიყენა.

„რეალი“ ჩემპიონატზე ბოლო 18 მატჩში დაუმარცხებელია, 61 ქულით ლიდერია და შემდეგ შეხვედრას 14 თებერვალს ჩემპიონთა ლიგაზე გერმანიაში „ლაიფციგთან“ გამართავს.

„ჟირონა“ 56 ქულით მეორე ადგილზეა და 20 თებერვალს გასვლაზე „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - ჟირონა 4:0
გოლები: 1:0 ვინისიუსი (6), 2:0 ბელინგემი (35), 3:0 ბელინგემი (54), 4:0 როდრიგო (61)
გამოუყენებელი პენალტი: ხოსელუ
(90+1)

altცნობილი გახდა, რა ნომერს აირჩევს მბაპე "რეალში"

მკითხველის კომენტარები / 14 /
ვინისიუსის პირველი გოლი და ასისტი მეორე გოლზე:)
სიმენონი
11 თებერვალი 2024 12:14
0
აუ ბიჭოს რეალმა ჟირონას მოუგო და აქ რეალის გულშემატკივრები ისე აღნიშნავენ თითქოს ჩემპიონთა ლიგა მოეგოს,,არადა ესპანეთის ჩემპიონატი ნელ-ნელა უკანუკან მიდის და მალე ერთი ცხენის დოღს დაემსგავსება თუ უკვე არ გავს,,იმიტომაც უნდათ რეალს და ბარსას სუპერლიგის შექმნა რო ჩვენზე ადრე მიხვდნენ მაგას,,ჟირონა რო რეალის მთავარი კონკურენტი იქნება ჩემპიონობაზე მაგით ყველაფერი ნათქვამია,,
gel-100
11 თებერვალი 2024 10:40
15
რეალს ჟირონასთან გაცილებით ნაკლები მოგება აქვს (6 მოგება, სულ 10-ჯერ შეხვდნენ), ვიდრე ჩემპიონთა ლიგა, ასე რომ ნუ გიკვირს თუ ძაან გაუხარდათ:))))
მე ის უფრო მიკვირს ლიგის მოგება რომ უხარიათ:)))
ზურა
11 თებერვალი 2024 20:35
7
კინაღამ მავრიტანიის ლიგის ამბები დაწეროთ და ბუნდესლიგამ რა დაგიშავათ ასეთი? მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნის" გულშემატკივარი ვარ, ერთი სიამოვნება იყო გუშინ ლევერკუზენის თამაშის ყურება, თქვენ კი ერთ სიტყვას არ წერთ ამ სასწაულ გუნდზე და მის საოცარ შედეგზე.
გიორგიპირველი
11 თებერვალი 2024 08:35
0
რეალზე უკრთესი მაჩვენებელი აქვს ლევერკუზენს 36 მატჩიანი წაუგებელი სერია ბუნდესლიგაზე. რომელიც დღეს ჩემპიონიც გახდა! გამორიცხული ამბავია რომ ბავარია მას დაეწიოს. იქნებ იცის ვინმემ ასეთი რეკორდი ყოფილა საერთოდ? მე არ ვიცი და იქნებ ვინმემ მითხრას
დავით 67
11 თებერვალი 2024 01:24
7
არაა ჯერ რეკორდი იგივე ბუნდესლიგისთვის, 37 აქვს ბავარიას, ერთიც დარჩა ლევერკუზენს, მაგრამ გაუმჯობესების ყველა შანსი აქვთ
დათო
11 თებერვალი 2024 10:49
0
არსენალს ქონდა ვენგერის დროს, წაუგებლად გახდა ჩემპიონი. არ მახსოვს წელი.
G.LA
11 თებერვალი 2024 08:19
0
ყველა გამოხმაურება
ძალით რევენ რა ამ აწყოფილ გუნდს მბაპეს მანდ მითრევით.
გოგა
11 თებერვალი 2024 01:22
1
ისე მარტო შენ არ ფიქრობ მაგას, მადრიდშიც ბევრი მაგ აზრზეა.
მეგრელი
11 თებერვალი 2024 02:30
1
რაოო კიდე გჯერათ ჟირონას ჩემპიონობის???
მურთო
11 თებერვალი 2024 00:40
1
ჟირონის არა მაგრამ ბაიერის კი.ამას ჰოპლას დაძახებაც არ უნდა
დავით 67
11 თებერვალი 2024 01:21
1
ხალხმა გააჩემპიონა ჟირონა და თასიც ააწევინეს უკვე. ზღაპარი იყო ამათ7 ჩემპიონობა და ზღაპრადვე დარჩება
ნიკა
10 თებერვალი 2024 23:50
1

სიახლეები პოპულარული