"რეალი" ამ "სიგიჟეს" მართლა აპირებს? - მბაპემ და ჰოლანმა შესაძლოა, ერთად შეუტიონ

AutoSharing Option
Cadena SER წერს, რომ მადრიდის "რეალში" შესაძლოა, მომავალი გალაქტიკო ვიხილოთ. დროის ამბავია, რომ "სამეფო გუნდი" კილიან მბაპეს დამატებას ოფიციალურად გვაუწყებს, მაგრამ ფლორენტინო პერესი ამაზე გაჩერებას არ აპირებს.

"ბლანკოსის" მიზანია, რომ 2025 წელს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ერლინგ ჰოლანიც გადაიბიროს და მან მბაპესთან ერთად მეგა შეტევა შექმნას.

შეგახსენებთ, რომ "რეალი" კილიანს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს, ფინანსურად ძალიან ძლიერ კიდევ ერთ კლუბ "სიტიდან" კი ნორვეგიელი ფორვარდის წამოყვანა ძალიან რთული იქნება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რეალის მთავარი ვარსკვლავი პერესია.მისთვის შეუძლებელი არაფერია.რეალის ფანებს მისი სურათი გულზე უნდა ეკიდოთ.ერთადერთი მესი ვერ გადაიბირა.ნახეთ რა გუნდს აკეთებს მომავალი 10 წ.კონკურენციას ვერავინ გაუწევს.ყველა დროის საუკეთესო პრეზიდენტია.
ლაშა
18 თებერვალი 2024 10:28
1
პერესს 2 წლის უკან შეეძლო ჰალანდის ყიდვა დორტმუნდიდან, თან შედარებით მოკრძალებულ ფასად, თვითონ ნორვეგიელიც თანახმა იყო მადრიდში გადასვლაზე, მაგრამ ბენზემას გამო არ გააკეთა ეს და დიდი შეცდომაც დაუშვა, ეხლა ძნელი იქნება ჰალანდის დამატება, რეალის სახელფასო ჭერი ვერ გაწვდება ამხელა თანხებს
მამუკა
17 თებერვალი 2024 17:54
6
სახელფასო ჭერი სხვა რამეა და ერთჯერადად ფულის გადახდა სხვა, მბაპეც და ჰალანდიც ხელფასის სახით 35-40 მილიონს მოითხოვს თითო, დაუმატე ბელინგემი, ვინისიუსი, რომლებსაც ასევე მაღალი ხელფასები აქვთ, ამიტომ ჰალანდს თუ იყიდიან ვიღაცას უნდა შეელიონ.
კობას
17 თებერვალი 2024 19:19
0
მამუკა-ს! რატომ? ერთ მატჩს წააგებს სახლში ალმერიასთან ან ლას პალმასთან და ფულსაც ამოიღებს
კობა
17 თებერვალი 2024 18:23
0
რეალი ბარსელონას წინააღმდეგ არის სახელმწიფო სეპარატიზმის წინააღმდეგ, აი ეს კონტექსტი აქვს მათ თამაშებს. ვინც ბარსელონას გულშემატკივრობთ , მხარს უჭერთ სეპარატიზმს
ისტორია
17 თებერვალი 2024 15:34
22
ამ დროს სრული სიმართლეა
გულშემტკივარი
17 თებერვალი 2024 22:47
0
სრული სიბეცე
ისტორია-ს
17 თებერვალი 2024 21:41
2
მსაჯების დახმარების გარეშე მაინც ვერ მიაღწევენ სასურველ მიზნებს.დდდ
tobo
17 თებერვალი 2024 13:32
25
რეალთან დაკავირებით, გეთანხმები, მაგრამ ...
შეცდომაა : ფე -ღ- ბურთი;
სწორია : ფე- ხ- ბურთი. ანუ, ფეხით ბურთი(ს თამაში). :)
სიმართლე- ს
17 თებერვალი 2024 14:48
0
მე პირადად ბარსას თავგადაკლული ფანი ვიყავი, მაგის გამო ღამეებიც მითენებია, მაგრამ რაც ლეო მესის აკადრეს ამ სირებმა და ლევანდოვსკიზე წაიკლეს თავები (პოლონელი არჩიეს, ვიდრე ლეო არა?!) როგორც იტყვიან: წავიდეს მაგათი ბარსაც და მაგათი ყველაც...
სიმართლეს
17 თებერვალი 2024 14:38
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული