ლევანდოვსკიმ კომპენსირებულ დროში პენალტი მეორე ცდიდან გაიტანა და "ბარსელონამ" "სელტას" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 25-ე ტურში „ბარსელონამ“ გასვლაზე „სელტა“ 2:1 დაამარცხა.

სტუმრები პირველი ტაიმის ბოლოს ლევანდოვსკიმ დააწინაურა, შესვენების შემდეგ ასპასმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო კომპენსირებულ დროში საჯარიმოში იამალი წააქციეს და პენალტი დაინიშნა - ლევანდოვსკის დარტყმული ბურთი მეკარე გუაიტამ მოიგერია, მაგრამ მან დროზე ადრე დატოვა კარის ხაზი და მეორე ცდიდან პოლონელმა გაუტანა.

ლევანდოვსკიმ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - წელს მის ანგარიშზე 12 შეხვედრაში 8 გოლია.

„ბარსელონა“ 54 ქულით მესამე ადგილზეა და 22 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში სტუმრად „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.

ვიგო. „ბალაიდოსი“
სელტა
- ბარსელონა 1:2

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (45), 1:1 ასპასი (47), 1:2 ლევანდოვსკი (90+7, პენ)

მკითხველის კომენტარები / 2 /
რეალს ხომ სულ საკუთარი შრომით აქვს ყველა ქულა მოპოვებული
კინგი
02:25 19-02-2024
0
ყველანაირად ეცადნენ ბარსას არ წეგო. ასე შეიძლება მეორეზეც გავიდნენ
Dima
00:06 18-02-2024
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული