ყველაზე მეტი გაუქმებული გოლი - VAR-ი "რეალს" არ სწყალობს

AutoSharing Option
MisterChip-ის ინფორმაციით, ლა ლიგაში VAR-ის შემოსვლის შემდეგ ყველაზე მეტი გოლი მადრიდის "რეალს" გაუუქმეს.

"ბლანკოსი" მსგავს მდგომარეობაში 27-ჯერ აღმოჩნდა. მეორე პოზიციაზე "სევილიაა", რომელსაც 16-ჯერ ზუსტად შესრულებული დარტყმა არ ჩაუთვალეს.

3-4 ადგილებს 14-14-ით "ვალენსია" და "ატლეტიკო" ინაწილებენ. რაც შეეხება "ბარსელონას", კატალონიელებს გოლი 11-ჯერ გაუუქმეს, რითაც მე-7 პოზიციას იკავებენ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რეალს,ალბათ ყველაზე სწრაფი და ტექნიკური თავდამსხმელები ჰყავს,ლიგაში.მათთან,თამაშგარეს თუ ჯარიმის შემჩნევა,სხვებზე უფრო ძნელია და ამიტომ,მსაჯები ეპიზოდის დასრულებას აცლიან და მერე,ვარზე შემოწმებით ადგენენ,გოლის კანონიერებას.რა თქმა უნდა სხვა გუნდების თამაშებზეც ასე ხდება,მაგრამ რეალს სხვებზე მეტიც გააქვს და შესაბამისად,მეტსაც უუქმებენ.მცირე დოზით,ალბათ მსაჯების სიმპათიაც მოქმედებს,მაგრამ ესეც გასაგებია.არ ვარ,რეალის გულშემატკივარი,ვერ ვიტან ვინისიუსს,როგორც ის იქცევა მოედანზე,მაგრამ ფეხბურთს ძალიან მაგრად თამაშობს და მათი თამაშის მიმართ,ყველა ნორმალურ ფეხბურთის მოყვარულს გაუჩნდება სიმპათია და მსაჯებიც ადამიანები არიან.ვარი იმიტომაც შეიქმნა,რომ ეს სუბიექტური ფაქტორი გაანეიტრალოს.იქ ხომ ვერაფერს დაფარავ.
სოსო
12:14 28-02-2024
0
სამაგიეროდ მსაჯები არიან მათ მხარეს :)) ვარ სისტემა რომ არ შემოეღოთ, რამდენს არასწორ გოლს ჩაუთვლიდნენ ხო ხვდებით? :)))
Irakli Apkhaidze
13:17 27-02-2024
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული