ლა ლიგის 28-ე ტურში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „სელტა“ 4:0 დაამარცხა.
მასპინძლები ვინისიუსმა დააწინაურა. შემდეგ სტუმრებმა ორი გოლი საკუთარ კარში გაიტანეს, საბოლოო ანგარიში კი შეხვედრის დასასრულს შეცვლაზე შესულმა 19 წლის გიულერმა კომპენსირებულ დროში დააფიქსირა.
„სამეფო გუნდი“ ჩემპიონატზე ბოლო 22 მატჩში დაუმარცხებელია - 16 მოგება და 6 ფრე.
„რეალი“ 69 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან „ჟირონას“ 7 ქულით უსწრებს და 16 მარტს პამპლონაში „ოსასუნას“ დაუპირისპირდება.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - სელტა 4:0
გოლები: 1:0 ვინისიუსი (21), 2:0 გუაიტა (79, საკ. კარში), 3:0 დომინგესი (88, საკ. კარში), 4:0 გიულერი (90+4)