ფლიკს "ბარსელონას" გაწვრთნა სურს - მან "ბლაუგრანას" თამაშის შესწავლა უკვე დაიწყო

AutoSharing Option
Diario Sport წერს, რომ გერმანელ სპეციალისტ ჰანს-დიტერ ფლიკს "ბარსელონას" გაწვრთნა სურს. 59 წლის მწვრთნელი მოლოდინშია, რომ მსოფლიო გრანდიდან დაუკავშირდებიან.

მან "ბლაუგრანას" თამაშის ანალიზი და მომავლის ტაქტიკურ იდეებზე ფიქრი უკვე დაიწყო.

კატალონიელთა ხელმძღვანელობა გადაწყვეტილების გადადებას და ჯერ მიმდინარე სეზონის დასრულებას ამჯობინებს, რადგან არ არის გამორიცხული, ხავი მწვრთნელის პოსტზე დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი სპეციალისტი გერმანიის ნაკრებში გასული წლის შემოდგომამდე მუშაობდა, თუმცა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ჯულიან ნაგელსმანი დაინიშნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული