არაა გამორიცხული, 35 წლის პოლონელ თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის, 2020 წლის "ოქროს ბურთი" გადასცენ, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".
2020 წელს ლევანდოვსკიმ "ბაიერნში" 55 მატჩში 47 გოლი გაიტანა, მაგრამ მაშინ "ოქროს ბურთი" კორონავირუსის გამო არავის არ გადაეცა.
გამოცემის ცნობით, "ფრანს ფუტბოლი" ლევანდოვსკისთვის "ოქროს ბურთის" გადაცემას განიხილავს.
რობერტმა ამ სეზონში "ბარსელონას" შემადგენლობაში ლა ლიგის 32 შეხვედრაში 17 გოლი (4 პენალტით) გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.