ლაპორტა ხავის გაუნაწყენდა და კლუბიდან უშვებს

AutoSharing Option
Sport.es-ი წერს, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ხავის გაშვება საბოლოოდ გადაწყვიტა.

ლაპორტა კატალონიელთა დამრიგებლის ბოლო განცხადებებით უკმაყოფილო და გაბრაზებულია, სადაც ის "ბლაუგრანას" ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს.

ის კლუბის ბოლო მატჩს "ალმერიას" წინააღმდეგ არც დაესწრო და უკვე ახალი მწვრთნელის ძიებაშია.

ინფორმაციისთვის, ხავი რამდენიმე დღის წინ "ბარსელონას" ხელმძღვანელობას შეხვდა, სადაც თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ლაპორტამ გადაწყვეტილება შეცვალა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
აქოთებული ლაპორტა! შენ უნდა მოცილდე ბარსას კარგი იქნება!
ასეა!
17 მაისი 2024 20:01
1
ამ საწყალ ხავის როგორ აპამპულავებს ეს ლაპორტა. ამ ეტაპზე ამაზე უკეთესს მწვრათნელს ვერც ნახავს.
Dima
17 მაისი 2024 19:37
0

სიახლეები პოპულარული