"ბარსელონას" ყოფილი და "ბეტისის" ამჟამინდელ მცველთან, 33 წლის მარკ ბარტრასთან ურთიერთობის დეტალები მისმა მეგობარმა გოგონამ, ჯესიკა გოიკოეჩეამ პროგრამა La Resistencia-ში გაამხილა, სადაც მან შემთხვევით ისარგებლა და თავისი ბრენდის, Goi-ს ბოლო მოდელის საცურაო კოსტუმები და ბიკინები წარმოადგინა და რეკლამა გაუკეთა.
შოუს წამყვანმა დავიდ ბრონკანომ გოიკოეჩეას ჰკითხა, რამდენჯერ ჰქონდა ბოლო თვეში ბარტრასთან სექსუალური კავშირი.
"ნახევარი თვე ინდონეზიაში, კურორტ ბალიზე ვიყავი. ასე რომ, მარკი არ მინახავს. იქამდე 15 თუ დაახლოებით 10 დღე ერთად ვიყავით. მოვალენი, ვართ
ჩვენი ვალდებულებები ყოველდღე პირნათლად შევასრულოთ. თუ დავიღლებით და ვერ შევძლებთ, მეორე დღეს ორჯერ მეტად უნდა ავინაზღაუროთ. ასეთია ჩვენი კონტრაქტი", - უპასუხა ჯესიკამ.