6 წლის წინ ბეილმა "რეალს" ფინალი მოაგებინა, ბარტრას კარიერა კი "დაასამარა" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გარეთ ბეილს კარიერაში უამრავი ლამაზი და ეფექტური გოლი აქვს გატანილი. მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი, აზანზარებდა პრემიერლიგის მეკარეებს და შთამბეჭდავი გოლები გაჰქონდა ლა ლიგაში. თუმცა ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გოლი კატალონიის "ბარსელონას" 2014 წლის 16 აპრილს, კოპა დელ რეის ფინალში გაუტანა.

მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ფაბიო კოენტრაომ ბეილს ფლანგზე ბურთი გადააწოდა. გარეთმა ბარტრა უშანსოდ ჩამოიტოვა და პინტოსთან ერთი-ერთზე აღმოჩნდა. ნახევარმცველს ასეთი გარბენის შემდეგ აღარ გაუჭირდა კარის დალაშქვრა და "რეალს" თასი მოაგებინა.

სირბილის სისწრაფე 34.7
კმ/სთ იყო, თანაც არ დაგავიწყდეთ, ეს მაჩვენებელი მატჩის 85 წუთზე დააფიქსირა.

ერთი თვის შემდეგ მისმა თავურმა დარტყმამ "რეალს" უკვე ჩემპიონთა ლიგა და თანაც მე-10-ედ მოაგებინა.

ბეილისთვის ეს ტრიუმფი იყო, ხოლო ბარტრასთვის - კრახი და ტრაგედია.

"15 წუთში გმირიდან მძ*ნერი გავხდი, - აღიარა მცველმა 2020 წელს იკერ კასილასთან ინტერვიუში. - მაგ თამაშში გავიტანე კიდეც და ვფიქრობდი, რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო მატჩს ვატარებდი. გარეთისგან ასეთის მიღება ურთულესი აღმოჩნდა, ვერანაირად ვერ ვეწეოდი.

მითხრეს, რომ თამაშს დელ ბოსკეც ესწრებოდა - ეს სერიოზული დარტყმა იყო. მას შემდეგ, რაც ბეილმა მე გამიკეთა, მივხვდი, რომ ნაკრების კარიერას დავემშვიდობე", - განაცხადა ბარტრამ. თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნამდვილად ვერ გაემგზავრა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
Lasha -ს ნამდვილად, მართალი ხარ!
...და თანაც არ ბეილი კაშკაშებს დღეს-დღეობით!
buba
16:43 17-04-2020
2
მსგავსი შეფასებები ჟურნალისტის კარიერას უფრო "ასამარებენ" ვიდრე ფეხბურთელისას. ამ ადამიანმა ესპანეთის ნაკრებშიც ითამაშა იმის მერე, ბორუსიაშიც ჰქონდა საკმარისზე მეტი შანსი და ლა ლიგაშიც სტაბილურად თამაშობს. უბრალოდ არ გამოდგა ტოპ კლასის მოთამაშე დარჩა საშუალოზე კარგ ფეხბურთელად, თორემ მასე ბეილმა ბევრს გაასწრო და მაიკონს საერთოდ იქვე უნდა დაეკიდა ბუცები ლურსმანზე.
Lasha
14:18 17-04-2020
1

სიახლეები პოპულარული