"ბეტისის" 31 წლის მცველი მარკ ბარტრა "ტრაბზონსპორმა" 1.25 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
ბარტრა "ბარსელონას" აღზრდილია, 2016 წელს "დორტმუნდში" გადავიდა, 2018 წლის იანვარში კი "ბეტისში".
ბარტრამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 31 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ესპანეთის ნაკრებში 14 შეხვედრაში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.