ფლიკის დიდი დათმობები - როგორ შედგა "ბარსელონასა" და გერმანელი მწვრთნელის შეთანხმება

AutoSharing Option
Diario Sport-ის ინფორმაციით, ჰანს-დიტერ ფლიკი "ბარსელონას" ჩაბარების გამო მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდა. 59 წლის გერმანელი 30%-ით ნაკლებს ხელფასს აიღებს, ვიდრე კატალონიელთა ჯერ კიდევ მოქმედი თავკაცი ხავი.

ასევე, გამოცდილი სპეცილიასტი არ მოსთხოვს ზაფხულის ტრანსფერებს კლუბის ხელმძღვანელობას. ფლიკი ხედავს პოტენციალს ამჟამინდელ გუნდში და თვლის, რომ მას შეუძლია შექმნას კონკურენტუნარიანი კლუბი ამჟამინდელ მოთამაშეებთან ერთად.

ის აპირებს ახალგაზრდა ფეხბურთელებს ენდოს და სურს, რომ "ბარსელონას" აკადემიის ფხბურთელები პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად აქციოს.

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანამ" ხავის წასვლა გუშინ ოფიციალურად დაადასტურა და უახლოეს მომავალში ფლიკის დანიშვნას გვაუწყებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ფილკი მაღალი დონის მწვრთნელია!რაც შეეხება ბარსას,სხვა გზა არც აქვს,ფინანსური პრობლემები სახეზეა,სახეზეა ბარსელონას აკადემიის წარმატებები და არ ვთვლი რომ ამ გუნდით წლევანდელი წელი წარუმატებელი იყო.უფრო მეტიც ბიჭები კიდევ უფრო მომძლავრდებიან და თამაშის ხარისხიც გაუმჯობესდება!ეს ბარსა მომავლის გუნდია!
ლექსო
26 მაისი 2024 12:22
0
ფლიკმა მშვენივრად იცის სად მივიდა და რა ხდება, ბარსელონას მსოფლიოში საუკეთესო აკადემია რო აქვს ეგ რო არ უნდა გამოიყენო და რათ უნდა ჭირდებოდეს ამდენი ტრანსფერები ასეთი აკადემიის მქონე გუნდს. ფლიკი ძალიან მაგარი მწვრთნელია ყველა შემთხვევაში მაგრად იმუშავებს და დააყენებს გუნდს
bidzia
25 მაისი 2024 16:52
3
მე-5 ზე ქვემოთ ვერ გავა და წლის ბოლოს მოხსნიან ამასაც!
მირო
25 მაისი 2024 16:50
9
მიროს! შენ კლავიატურის წკაპუნში მე-5ც ვერ გადიხარ და ფლიკს ეღადავები?! სასაცილოა
ბლაუგრანა
25 მაისი 2024 20:07
3
მპრიგი ფიასკო ელის დიდი ალბათობით.ეს ბარსა თუარ გაძლიერდა მოხუცი ლევანდოვსკით და 18-19 წლის ბიჭ-ბუჭებით რა უნდა ქნას?წლევანდელი სეზონის გამეორება იქნება,მხოლოდ ლიგის საგზურო და მეტი არაფერი.ფლიკზე კი რა უნდა თქვა,მართლაც უძლიერესი ბაიერნით მოგებული ლიგაა მის აქტივში მხოლოდ,რომელიც ალბათ მის გარეშეც მოიგებდა იმ ლიგას.სამაგიეროდ სრულად ჩაგდებული ზედიზედ ორი ტურნირი გერმანიის ნაკრებში...არც თუ კარგი სივია...
Master
25 მაისი 2024 16:20
5
შენ ალბათ ის კატეგორია ხარ საქართველოს ნაკრების წარმატება ბიჭების დამსახურებაა და მწვრთნელი და ფედერაცია არაფერ შუაში არიანო რო იძახიან,,მაგ უძლიერესმა ბაიერნმა ფლიკის მერე რამდენჯერ მოიგო ლიგა აბა გვითხარი?? ლიგა კიარა გერმანიის ჩემპიონიც ვერ გახდა სადაც 10-წელში 9-ჯერ ხდება ხოლმე ჩემპიონი,აი რას ნიშნავს და რატო ჭირდება ყველა გუნდს შესაბამისი მწვრთნელი
gel-100
25 მაისი 2024 21:42
0
ჰანს-დიტერ! შენ კიდევ არ იცი, რა "დიდ სქელ ლაპორტას ტრ**კში" შეყავი თავი? ეგ ვერ იტანს ავტორიტეტებს და ლეგენდებს, ისე რო ფრთხილად იყავი!
გიგა
25 მაისი 2024 13:23
3
ეგრე ხომ ფიფიაც აკეთებს, აკადემია მაქვს და ამიტომ კარგ ფეხბურთელებს არ ვყიდულობო :)))
grisha
25 მაისი 2024 13:04
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული