ლუნინი "რეალიდან" მიდის - კეპას გამოსყიდვა თუ ახალი მეკარის დამატება?

AutoSharing Option
Real Madrid Confidencial-ის ინფორმაციით, ანდრეი ლუნინმა მადრიდის "რეალიდან" აბარგება გადაწყვიტა. უკრაინელ მეკარეს სურს, რომ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.

25 წლის კიპერს "სამეფო გუნდთან" კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდა, მაშინ "ბლანკოსმა" ტიბო კურტუას სათადარიგო ვარიანტად ან "ჩელსიდან" კეპა არისაბალაგა უნდა გამოისყიდოს, ან ახალი კარის დარაჯი დაიმატოს. 

გასულ სეზონში ლუნინმა"რეალის" ფორმა ყველა ტურნირზე 31 შეხვედრაში მოირგო, სადაც 32 გოლი გაუშვა და 12 "მშრალი" მატჩი ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაღა დროს კეპაა? მამარდა ახალგაზდა და დიდი პრესპექტივის მეკარე უნდა რეალს. კურტუას დასვავს სკამზე.
G.LA
04 ივლისი 2024 22:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული