რჩება თუ არა საქართველოს ნაკრების სავარაუდო კანდიდატი ანტალ იაკობიშვილი "ჟირონაში" - ფეხბურთელმა თავის მომავალზე ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების სავარაუდო კანდიდატმა, "ჟირონას" 20 წლის მცველმა ანტალ იაკობიშვილმა, უნგრულ M1-ის ეთერში თავის მომავალზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, Geo Team-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანტალ იაკობიშვილი და მისი ოჯახის წევრები საქართველოს ნაკრებში თამაშის შესაძლებლობას განიხილავენ, რაც ჩვენთვის მის პიროვნებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

ის ამჟამად უნგრეთის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში სტაბილურად ასპარეზობს. ამა წლის თებერვალში მან "ჟირონასთან" კონტრაქტი 4 წლით გაახანგრძლივა. გასულ სეზონში იაკობიშვილმა ლა ლიგის ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორჯერ კი ესპანეთის თასზე ითამაშა. 

"თუ მზად ვიქნები, შემეძლება პირველ
გუნდში დავრჩე, მაგრამ თუ შემატყობენ, რომ ჯერ ამისთვის მომზადებული არ ვარ, იჯარით გამიშვებენ. "ჟირონას" უნდა, რომ პროფესიონალურ დონეს რაც შეიძლება მალე მივაღწიო.

იჯარით ესპანეთის მე-2 ლიგაშიც ვიასპარეზებ, რათა უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა და გამოცდილება დავაგროვო, რაც შემდეგში გამომადგება.

2-3 კვირაში უფრო მეტი გვეცოდინება. ახლა ვგრძნობ, რომ კარგ ფორმაში ვარ და გუნდში ჩემი იმედი აქვთ", - თქვა იაკობიშვილმა. 

ინფორმაციისთვის, "ჟირონას" წინასასეზონო მზადებისთვის 7 შეხვედრა აქვს ჩანიშნული და იაკობიშვილს თავის გამოჩენის საშუალებაც იქ ექნება. 

alt"რაც წლების წინ წარმოუდგენლად ჩანდა, ახლა შესაძლოა სასიკეთოდ შემობრუნდეს" - Geo Team-ის ინფორმაციით, იაკობიშვილი საქართველოს ნაკრებში თამაშს განიხილავს

მკითხველის კომენტარები / 7 /
რაც მეტი მაღალი დონის ფერბურთელი გვეყოლება მით უკეთესი.
ზ.ზ
13:57 17-07-2024
0
ჯამბული, ჯუმბერი, ჯემალი...
გენა
12:58 17-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული