![](https://sportall.ge/pictures/image5/6aea7e18dd571ef6775b47440abf97c9.jpg)
25 წლის მცველი ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი შეიძლება "ლივერპულიდან" "რეალში" გადავიდეს, - იტყობინება "ბილდის" ჟურნალისტი კრისტიან ფალკი.
ფალკის მტკიცებით, ალეკსანდერ-არნოლდით "რეალია" დაინტერესებული და თავად ფეხბურთელსაც უნდა მადრიდულ გუნდში გადაბარგება.
ალეკსანდერ-არნოლდს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, გასულ სეზონში კი პრემიერლიგის 28 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.