38 წლის ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა "რეალთან" თანამშრომლობა ერთი სეზონით გაახანგრძლივა.
ხორვატი "რეალში" 2012 წლიდან თამაშობს, ამ გუნდში 26 ტიტული და მათ შორის 6-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
"ჩემი სახლი. ჩემი კლუბი. მსოფლიოს საუკეთესო გუნდში თამაშის გაგრძელებით ბედნიერი ვარ", - დაწერა მოდრიჩმა "ინსტაგრამზე".