დეკუ ოლმოს აგენტებს შეხვდა - კატალონიელებს შეტევაში ესპანეთის ნაკრების დუეტის დამატება სურთ

AutoSharing Option
Marca-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" სპორტული დირექტორი დეკუ "ლაიფციგისა" და ესპანეთის ნაკრების შემტევის, 26 წლის დანი ოლმოს აგენტებს, ხუანმა ლოპესსა და ენდი ბარას შეხვდა, სადაც ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერი განიხილეს.

კატალონიელებს ძალიან უნდათ, რომ წინა ხაზზე ნიკო უილიამსი და სწორედ ოლმო ჰყავდეთ, მაგრამ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი შემტევის ღირებულებად დაახლოებით 60 მილიონი ევრო სახელდება და მას თავის ამჟამინდელ გუნდ "ლაიფციგთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

დეკუმ ოლმოს აგენტებს უთხრა, რომ მზად არიან, მოლაპარაკებების წარმატების შემთხვევაში, ფეხბურთელს კონტრაქტი 2030 წლამდე
გაუფორმონ, ხელფასის რაოდენობა კი არ სახელდება.

გასულ სეზონში ოლმომ "ლაიფციგის" ფორმა ყველა ტურნირზე 25 შეხვედრაში მოირგო, სადაც 8 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული