transfermarkt-ის ინფორმაციით, გარიგების საფასურმა 28 მილიონი ევრო შეადგინა.
სორლოთმა გასულ სეზონში "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ფორმა ჯამში 41 შეხვედრაში მოირგო, სადაც 26 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მას ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ "რომას" ახალწვეულმა არტემ დოვბიკმა აჯობა, რომელიც იმხნად "ჟირონას" ღირსებას იცავდა.
ნორვეგიელი "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "მილანში" წასული ალვარო მორატას შემცვლელად მიიყვანეს.