გამოცდილი უკანახაზელი ესპანურ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე გააფორმა.
გასულ სეზონში მან ტურინელთა ფორმა 37 შეხვედრაში მოირგო, სადაც 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
"ტორინომდე" ის "ციურიხის", "ვოლფსბურგის", "მილანისა" და პსვ-ის ღირსებასაც იცავდა.
შეხსენებისთვის, ალესიო ბონჯორნოს შემდეგ როდრიგესი მეორე მცველია, რომელმაც ზაფხულში "ტორინო" დატოვა.