"ბარსელონამ" აზერბაიჯანელი მეკარე დაიმატა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" გვაუწყა, რომ გუნდის რიგებს 21 წლის აზერბაიჯანელი მეკარე ელდარ ტაგიზადა შეუერთდა, რომელიც ბოლოს ესპანეთის ქვედა ლიგაში მოთამაშე "ლუგოში" ასპარეზობდა.

ახალგზარდა კიპერმა 2026 წლამდე გააფორმა კონტრაქტი და ის კატალონიელთა მეორე გუნდში ითამაშებს.

ტაგიზადა ბაქოს "ნეფტჩის" აღზრდილია, შემდეგ ესპანეთში წავიდა, ფრანგულ "კლერმონში" ასპარეზობაც მოასწრო და უკვე მოგახსენეთ, რომ ბოლოს "ლუგოს" ახალგაზრდული კლუბის წევრი იყო.

ის აზერბაიჯანის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლავთ.
მკითხველის კომენტარები / 13 /
Აი ვარსკვლავი ვინ არის.მამარდა ამას რო სჯობდეს მამარდას აიყვანდნენ
Ზაკო
21:36 11-08-2024
8
მასე ერთ დროს ჭანტურიაც ირიცხებოდა ბარსაში
ხვიჩა
20:31 11-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული