იამალის ოჯახი მუქარებს იღებს და საცხოვრებლად გარეუბნიდან ბარსელონაში გადადის

AutoSharing Option
"ბარსელონას" ამომავალი ვარსკვლავის, 17 წლის ლამინ იამალის ბებიამ Espejo Público-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ოჯახი მუდმივად მუქარას იღებს, ეს კი ფეხბურთელის სანაკრებო არჩევანს უკავშირდება.

მოგეხსენებათ, იამალის მამა მაროკოელია, დედა კი - ეკვატორული გვინეიდან, მაგრამ თავად ლამინი ესპანეთში დაიბადა და ამ ქვეყნის სახელით თამაში გადაწყვიტა.

ირკვევა, რომ როკაფონდაში, კატალონიის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ უბანში, სადაც თავად ფეხბურთელი გაიზარდა და მისი ოჯახი ცხოვრობდა (მუქარების შემდეგ საცხოვრებლად ბარსელონაში გადავიდნენ), იამალის ოჯახი მუქარებს იღებდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამა წლის აგვისტოში ლამინის მამის დაჭრაც მის
სანაკრებო ამბავს უკავშირდება, რადგან ფეხბურთელის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები თქვეს, რასაც იამალის მამაც ესწრებოდა. ყოველივეს შეკამათება და იამალის მამის, მუნირის დაჭრა მოჰყვა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ევროკავშირმა სანქციები უნდა დაადოს ესპანეთს,ადამიანის უფლებების დარღვევის გამო!სისულელეა,არა?რა თქმა უნდა,მაგრამ ჩვენც ხომ გვემუქრებიან,ალხანამ ჩალხანა რომ მოკლა,მათი ცხოვრების წესის აგიტაციის საწინააღმდეგო კანონის მიღების გამოა,ეგ რომ მოხდაო?!მოჭიდავეებს კი,პირჯვარის გადაწერის გამო აძლევენ დისკვალიფიკაციას.ასე რომ, ნურც ეგ გაგიკვირდებათ.
სოსო
19:56 22-09-2024
19
ბებია ქუთეისელი ყოლია და აქეთ გადმევიდეს ჯობია


12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული