დიდებული ისტორია მთავრდება - ინიესტა კარიერას ასრულებს

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Relevo ავრცელებს. 

წყაროს ცნობით, 39 წლის ფეხბურთელი თავის გადაწყვეტილებას სამშაბათს, 8 ოქტომბერს გაასაჯაროებს. 

ინიესტამ პროფესიონალური კარიერის უდიდესი ნაწილი ბარსელონაში გაატარა, რომლის მაისურითაც 2002-2018 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდში "ბარსას" რიგებში 674 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 57 გოლი გაიტანა და 136 საგოლე პასი გააკეთა. ესპანელი 5 წელი იაპონურ "ვისელ კობეში" გამოდიოდა, მისი ბოლო გუნდი, კი ემირატების "ემირეითსი" იყო. ესპანეთის ნაკრებში ინიესტას 131 თამაში აქვს გამართული.
ანდრესმა კარიერაში 35 ტიტული მოიგო, მათ შორისაა ორი ევროპის ჩემპიონატი, მუნდიალი და 4 ჩემპიონთა ლიგა. 
მკითხველის კომენტარები / 5 /
ქართველ ფეხბურთელებს თუ არ ჩავთვლი და გარინჩას! ინიესტა ყველაზე მეტად მომწონდა და მხიბლავდა! ტექნიკა, აზროვნება, პასი!!! ტყუილად და კი არ თქვა ოქრიმ იმ ვიდეოში ესპანათთან მოგების შემდეგ რომ გადაიღეს ავტობუსში: სუფთა თევზიაო, ვერაფრით ვერ დაიჭერ სულ გისხლტდება ხელიდანო!
alexandre
11:35 02-10-2024
1
დიდებული ფეხბურთელი,ლეგენდა ინიესტა
sake
21:22 01-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული