39 წლის ესპანელი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა არაბთა გაერთიანებული საემიროების "ემირეითსში" გადავიდა.
ინიესტა თავის ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
ინიესტა 2018 წლიდან იაპონიის "ვისელ კობეში" თამაშობდა. მან ბოლო სეზონში ჩემპიონატის 23 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.