"ვინისიუს, მოკვდი!" - კარს მომდგარი "ელ კლასიკოს" წინ ვითარება სულ უფრო იძაბება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში "ბარსელონამ" "ბაიერნს" უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. მატჩის წინ უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

კატალონიელთა გულშემატკივრები ქუჩაში "ვინისიუს, მოკვდის" სკანდირებდნენ. კარს მომდგარი და უმნიშვნელოვანესი "ელ კლასიკოს" წინ კი ეს ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს.

მოგეხსენებათ, "რეალისა" და "ბარსელონას" სეზონის პირველ დაპირისპირებას 26 ოქტომბერს თბილისის დროით 23:00 საათზე "სანტიაგო ბერნაბეუ" უმასპინძლებს.

სათქმელია ისიც, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც "ბლაუგრანას" ფანები ვინისიუსის მისამართით მსგავს შეძახილს იყენებენ.

ამა წლის 13 მარტს "ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური განმეორებითი მატჩის წინ,
კატალონიელთა ფანებმა ბრაზილიელს მაშინაც სიკვდილი უსურვეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
აუ რა ელმკლასიკო იქნება
ჟორა
20:38 24-10-2024
0
მართლა კულე ხარ შენ
21

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული