11:24 29-01-2025
"ბარსელონა" "ვალენსიას" 6:1 ამარცხებდა, კატალონიელთა მწვრთნელს მოედანზე გავის შემოყვანა უნდოდა, მაგრამ შემდეგ მომხდარმა გუნდის დამრიგებელი აღაფრთოვანა და ფეხბურთელს ჩაეხუტა... [VIDEO]
AutoSharing Option
კატალონიელთა მთავარ მწვრთნელ ჰანსი ფლიკს მოედნის ცენტრში ფრენკი დე იონგის ნაცვლად გავის შემოყვანა უნდოდა და ახალგაზრდა ფეხბურთელს უხმო, რომლისთვისაც დავალებების მიცემა ასისტენტს სთხოვა.
გერმანელმა დამრიგებელმა ფეხბურთელს ჰკითხა, მზად იყო თუ არა მოედანზე შესულიყო, რის შემდეგაც 20 წლი შუახაზელმა ხელი ტუჩებზე აიფარა, რადგან მისი ნათქვამი არავის წაეკითხა, ფლიკმა მას ნათქვამი მოუეწონა, გავის გადაეხვია და სათადარიგოზე მჯდომ ერთ-ერთ ფეხბურთელს გახურებისკენ მოუწოდა.
სკამზე დაბრუნებული გავი კი მომხდარის შესახებ რაფინიას გაესაუბრა, შემდეგ მასთან მწვრთნელის ასისტენტი მივიდა და მადლობის ნიშნად ხელი ჩამოართვა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ახალგაზრდა შუახაზელმა მწვრთნელს მოედანზე მის მაგივრად 21 წლის პაბლო ტორეს შეყვანა სთხოვა, რომელსაც ლა ლიგაში 2024 წლის 30 ნოემბრის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები. საბოლოოდ, ტორე მოედანზე 78-ე წუთზე ფრენკი დე იონგის ნაცვლად გამოჩნდა.
"რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, გავისთან საუბარი იყო. მინდოდა, მოედანზე ბოლო 15 წუთი შემეყვანა, მაგრამ მან მითხრა, რომ მის ნაცვლად ტორე მეთამაშებინა.
ეს წარმოუდგენელი, შესანიშნავი და ფანტასტიურია. თქვენ ხედავთ გუნდში მოთამაშეებს შორის კავშირს. გავი მიყვარს. მისი ეს დამოკიდებულება მართლაც არაჩვეულებრივი იყო, რადგან მას ყველა თამაშში ასპარეზობა სურს", - თქვა მატჩის შემდეგ ფლიკმა.
ასევე დაგაინტერესებთ


უძრავი ქონება


სიახლეები
პოპულარული


ჯაბა კანკავა ასეთია და აღმოჩნდა,რომ გავიც დიდი გულის ადამიანი ყოფილა!