პენიას "ბარსელონადან" წასვლა უნდა - მეკარეს მსურველები ჰყავს

AutoSharing Option
ჟურნალისტ მატეო მორეტოს ინფორმაციით, "ბარსელონას" 26 წლის მეკარე ინიაკი პენიას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის შეცვლა სურს.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ტრავმის მიუხედავად, ესპანელმა ძირითადიდსთვის ბრძოლა ვოიცეხ შენისთან მაინც დათმო და მოედანზე 18 იანვრის შემდეგ არ გამოჩენილა.

გავრცელებული ინფორმაციით, პენიას დაინტერესებით "გალათასარაი" სერიოზულადაა დაინტერესებული, საიდანაც ამ ზაფხულს ფერნანდო მუსლერა აიბარგებს.

კატალონიელთა კიპერს ასევე ლა ლიგისა და პრემიერ ლიგის კლუბები აკვირდებიან. პენიას "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძაან კარგი მეკარეა
სიმენონი
19:59 10-03-2025
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული