ბუდესკუ ევროპა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

AutoSharing Option
უეფას საიტზე ჩატარებული გამოთხვის შედეგად გაირკვა, რომ ევროპა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელი ბუქარესტის "სტიაუას" თავდამსხმელი კონსტანტინ ბუდესკუ გახდა. პლზენის "ვიქტორიასთან" 3:0-ზე მოგებულ მატჩში დუბლის შემსრულებელ ბუდესკუს გამოკითხულთა 46%-მა დაუჭირა მხარი.

მეორე ადგილზე 23%-ით პეტერბურგის "ზენიტის" ფორვარდი ალექსანდრ კოკორინია, რომელმაც "ვარდართან" შეხვედრაში (5:0) ორჯერ დაამწუხრა მაკედონიელები, ხოლო მესამეზე "მილანელი" ანდრე სილვა, ვინაც როსონერის "აუსტრიასთან" მატჩში ჰეთ-ტრიკით შეეწია.

უეფამ პირველი ტურის სიმბოლური ნაკრებიც დაასახელა.
მეკარე: იაგო ერენინი (ბილბაო). მცველები: ექტორ ბელერინი (არსენალი), დიეგო ლორენტე (სოსიედადი), ანდრეა მაზიელო (ატალანტა), ედუარდ სობოლი (სლავია). ნახევარმცველები: როდრიგო როდრიგესი (ვილიარეალი), ჰაკან ჩალჰანოღლუ (მილანი), სერხიო კანალესი (სოსიედადი), დიმიტრი პაიეტი (მარსელი). თავდამსხმელები: ანდრე სილვა (მილანი), ალექსანდრ კოკორინი (ზენიტი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული