ევროპა ლიგა: შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მხოლოდ საბა კვირკველიას აქვს

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე ტურში ამ ტურნირზე მონაწილე ოთხი ქართველი ფეხბურთელიდან ისევ მხოლოდ სამმა ითამაშა, რაგან "ბატეს" მწვრთნელმა ალექსანდრ ერმაკოვიჩმა კვლავ არ შეიყვანა განაცხადში ნახევარმცველი ვალერიან გვილია. ბელარუსული გუნდი ბორისოვოში ბელგრადის "ცრვენა ზვეზდასთან" უგოლო ფრეს დასჯერდა, 5 ქულით H ჯგუფში უკანასკნელ ადგილზეა, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასვლის მინიმალურ შანსს ინარჩუნებს.

საბა კვირკველიას "ლოკომოტივმა" მოსკოვში" "კოპენჰაგენი" 33 წლის პერუელი ფორვარდის ჯეფერსონ ფარფანის დუბლით დაამარცხა 2:1,  ჯერჯერობით F ჯგუფში 8 ქულით პირველ ადგილზეა და ბოლო ტურში სტუმრად "ზლინს" ხვდება. კვირკველიამ ეს შეხვედრაც შეუცვლელად ჩაატარა.

ჯაბა ჯიღაურის სკოპიეს "ვარდარი" პეტერბურგში დამარცხდა "ზენიტთან" 1:2 და უქულოდ L ჯგუფში ბოლო ადგილზეა. ჯაბა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90+2-ე წუთზე შეცვალეს.

გურამ კაშიას არნემის "ვიტესი" რომში "ოლიმპიკოს" სტადიონზე "ლაციოს" დაუზავდა 1:1, მხოლოდ 2 ქულა აქვს და K ჯგუფში ჩარჩა. კაშიამ შეუცვლელად ითამაშა.

მოკლედ, ქართველი ლეგიონერებიდან შემდეგ ეტაპზე გასვლის შესაძლებლობა მხოლოდ კვირკველიას აქვს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გავიდა უკვე შემდეგ ეტაპზე :D
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული