ევროპა ლიგის მესამე ტურში ამ ტურნირზე მონაწილე ოთხი ქართველი ფეხბურთელიდან ისევ მხოლოდ სამმა ითამაშა, რაგან "ბატეს" მწვრთნელმა ალექსანდრ ერმაკოვიჩმა კვლავ არ შეიყვანა განაცხადში ნახევარმცველი ვალერიან გვილია. ბელარუსული გუნდი ბორისოვოში ბელგრადის "ცრვენა ზვეზდასთან" უგოლო ფრეს დასჯერდა, 5 ქულით H ჯგუფში უკანასკნელ ადგილზეა, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასვლის მინიმალურ შანსს ინარჩუნებს.
საბა კვირკველიას "ლოკომოტივმა" მოსკოვში" "კოპენჰაგენი" 33 წლის პერუელი ფორვარდის ჯეფერსონ ფარფანის დუბლით დაამარცხა 2:1, ჯერჯერობით F ჯგუფში 8 ქულით პირველ ადგილზეა და ბოლო ტურში სტუმრად "ზლინს" ხვდება. კვირკველიამ ეს შეხვედრაც შეუცვლელად ჩაატარა.
ჯაბა ჯიღაურის სკოპიეს "ვარდარი" პეტერბურგში დამარცხდა "ზენიტთან" 1:2 და უქულოდ L ჯგუფში ბოლო ადგილზეა. ჯაბა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90+2-ე წუთზე შეცვალეს.
გურამ კაშიას არნემის "ვიტესი" რომში "ოლიმპიკოს" სტადიონზე "ლაციოს" დაუზავდა 1:1, მხოლოდ 2 ქულა აქვს და K ჯგუფში ჩარჩა. კაშიამ შეუცვლელად ითამაშა.
მოკლედ, ქართველი ლეგიონერებიდან შემდეგ ეტაპზე გასვლის შესაძლებლობა მხოლოდ კვირკველიას აქვს.