ჯენარო გატუზო: ''მილანის'' ფეხბურთელებს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ

AutoSharing Option
იტალიური "მილანი" არადამაჯერებელ თამაშს განაგრძობს. გუშინ ჯენარო გატუზოს გაწვრთნილები "რიეკასთან" 2:0 დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ "როსონერის" მთელი შეხვედრის განმავლობაში მეტოქის კარში არ დაურტყამს.

"მამაცმა გულმა" თავის გამოჩენის საშუალება ახალგაზრდა ფეხბურთელებს მისცა, ნამატჩევს კი ძალიან დამწუხრებული და გაბრაზებული ჩანდა.

"როდესაც გუნდი არასწორად თამაშს იწყებს, ფეხბურთელები იბნევიან და გამოსავალს ვერ პოლობენ. მათ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ. ჩვენ მენტალურად უნდა გავძლიერდეთ, მარტო 64%-იანი ბურთის ფლობით ვერაფერს გავხდებით.

ახლა ჩვენ "ბოლონიასთან" შეხვედრა გველის და იმ შეხვედრაში შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს", – აღნიშნა გატუზომ.

მომზადებულია FOOTBALL-ITALIA–ს
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული