ლონდონის "არსენალი" ევროპა ლიგის მოახლოებულ მატჩში ერთი ფორვარდის იმედად იქნება

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს "ესტერსუნდის" წინააღმდეგ ევროპა ლიგის მატჩში მხოლოდ ერთი გამოცდილი ფორვარდის იმედი ექნება.

ლონდონელებმა ალექსანდ ლაკაზეტი დაკარგეს, ფეხბურთელი ტრავმის გამო 6 კვირა ვერ ითამაშებს, ხოლო პიერ-ემერიკ ობამეიანგი უეფას წესების გამო ევროპის ლიგაზე ვერ ითამაშებს.

ორმა თავდამსხმელმა "მეთოფეები" იანვარში დატოვა: თეო უოკლოტი "ევერტონში" გადავიდა, ხოლო ოლივიე ჟირუ - "ჩელსიში".

შესაბამისად, "არსენალს" მხოლოდ დენი უელბეკი რჩება.

უელბეკმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 17 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ევროპა ლიგის გათამაშებაში მან ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული