ევროპა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: კვირკველიას მცირე შანსი

AutoSharing Option
დღეს ევროპალიგის მეოთხედფინალისტთა ვინაობაც გვეცოდინება და ამ ტურნირის ახალი ეტაპის წილისყრასაც (16 მარტს, 16 საათზე) დაველოდებით. დიდი ალბათობით, ამ ევროტურნირზეც ქართველი ფეხბურთელის გარეშე ვრჩებით...

რა თქმა უნდა, საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" ძლიერი გუნდია, რუსეთში პრემიერლიგას დამაჯერებლად ლიდერობს და ჯერ არც "ატლეტიკოსთან" გადასწურვია იმედი, მაგრამ დიეგო სიმეონეს გუნდთან 0:3-ის ამოქაჩვა ფანტასტიკური ამბავი უფრო გვგონია, რეალობას მოკლებული. თავად ქართველი ფეხბურთელი კვლავ სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრება.

უფრო "ღამის" წყვილებშია მეოთხედფინალისტთა კონტურები გამოკვეთილი - არსენ ვენგერის "არსენალმა" შინ, წესით, არ უნდა გაანიავოს "მილანთან" "სან სიროზე" მიღებული
2-ბურთიანი უპირატესობა.

არც "ლიონს" უნდა გაუჭირდეს რუსული ბარიერის გადალახვა, როცა მოსკოვურ ყინვაში აქვს მოგებული 1:0. "ზალცბურგიც" უკვე ფავორიტია "დორტმუნდთან" თამაშში, რადგან ავსტრიელებმა "სიგნალ პარკზე" 2:1 იმარჯვეს. მით უფრო, რომ ფინალი ლიონშია.

თანაბარი ბრძოლა გველის სანკტ-პეტერბურგში, სადაც "ლაიპციგი" 1-გოლიანი უპირატესობით ჩადის. გერმანული კლუბი ევროთასებზე გამოუცდელია, "ზენიტი" კი - საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელებით და სახელიანი მწვრთნელით დაკომპლექტებული; რუსეთში ისევ ცივა...

"პლზენს", წესით, ძალიან უნდა გაუჭირდეს პორტუგალიური 0:2-ის ამოქაჩვა. კიევის "დინამოს" კარგი შანსი აქვს "ლაციოსთან" მატჩში, თუმცა ვერც რომაული 2:2-ის შემდეგ ვიტყვით, რომ უკრაინული კლუბი ფავორიტია ამ დაპირისპირებაში. დაბოლოს, ბასკურ-ფრანგული დაპირისპირება - "ბილბაოს" შანსი არიც ადურისმა დაუტოვა, რომელმაც "ველოდრომზე" ბასკთა კინკილა გოლი გაიტანა.

ფაქტები
  • "ლიონმა" ბოლო სამი მატჩის პირველი ტაიმი ფრედ დაასრულა, შემდეგ კი სამივე თამაში მოიგო.
  • კიევის "დინამომ" ბოლო სამი მატჩი ფრედ დაასრულა.
  • მადრიდის "ატლეტიკომ" ბოლო 4 დაპირისპირება მოიგო.
  • "სპორტინგმა" ბოლო 3 მატჩში სულ მცირე, 2-2 გოლი გაიტანა.
  • "ზალცბურგს" არ წაუგია 14 თამაშია.
  • "ზალცბურგმა" ბოლო 3 მატჩში სულ მცირე, 2-2 გოლი გაიტანა.
  • "არსენალმა" ბოლო 7 მატჩიდან 5-ში გოლი არ გაუშვა.
  • "ლიონმა" ბოლო 7 თამაშიდან 6 მოიგო.

ხუთშაბათი, 15 მარტი
ლოკომოტივი-ატლეტიკო 20:00 (0:3)
ბილბაო-მარსელი 22:00 (1:3)
დინამო-ლაციო 22:00 (2:2)
პლზენი-სპორტინგი 22:00 (0:2)
ზენიტი-ლაიპციგი 22:00 (1:2)
არსენალი-მილანი 00:05 (2:0)
ლიონი-ცსკა 00:05 (1:0)
ზალცბურგი-დორტმუნდი 00:05 (2:1)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული