ჰაქან ჩალჰანოღლუ: შეხვედრის მთავარი "გმირი" მსაჯი იყო

AutoSharing Option
"მილანის" ნახევარმცველ ჰაქან ჩალჰანოღლუს თქმით, "როსონერის" ევროპის ლიგის 1/8-ფინალიდან გამოთიშვა, დიდწილად, შეხვედრის მთავარი არბიტრის ბრალია.

"ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ, რაც ლონდონში რთული მისაღწევია.

პენალტის ეპიზოდი? რიკარდო როდრიგესი მასპინძელთა ფეხბურთელს საერთოდ არ შეხებია, მაგრამ მსაჯმა პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა.

ამ მომენტმა თამაშის მიმდინარეობა მთლიანად შეცვალა. შანსები კიდევ მოგვეცა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ.

შემიძლია ვთქვა, რომ მატჩის ნამდვილი "გმირი" მსაჯი იყო, რომლის გადაწყვეტილებამაც საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია", - განაცხადა ჩალჰანოღლუმ.

შეგახსენებთ, რომ "არსენალმა" "მილანი" 3:1 დაამარცხა. "როსონერის" როგორც გულშემატკივრები, ისე ფეხბურთელები, მსაჯობისგან ძალიან
უკმაყოფილონი დარჩნენ. შეხვედრას შვედი არბიტრი იონას ერიქსონი სჯიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული