არსენ ვენგერმა ფანები გააფრთხილა: არ აჰყვეთ რუსებს!

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი იმედოვნებს, რომ რუსეთ-ბრიტანეთის დაძაბული ურთიერთობა დღევანდელ შეხვედრაზე არ იმოქმედებს.

გამოცდილმა ფრანგმა სპეციალისტმა "მეთოფეთა" ფანები გააფრთხილა, არ აჰყვნენ რუსების პროვოკაციას, რათა შემდგომი გართულებები თავიდან აიცილონ.

რუსეთისა და ბრიტანეთის ურთიერთობა კი სერგეი სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით დაიძაბა.

როგორც იცით, ყოფილი რუსი ჯაშუში მარტის დასაწყისში ინგლისის ქალაქ სოლსბერში თავის შვილთან ერთად მოწამლეს.

მისი შვილი იულია კომიდან გამოვიდა, სერგეი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ბრიტანელები სკრიპალის მოწამვლაში რუსებს ადანაშაულებენ.

ლონდონის "არსენალისა" და მოსკოვის ცკსა-ს შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:05 წუთზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული