არსენ ვენგერი: ძალიან სამწუხაროა, რომ კლუბს ასე ვტოვებ

AutoSharing Option
ევროპის ლიგის 1/2-ფინალში დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა გააკეთა.

"პირველი შეხვედრის მსგავსი მატჩი გამოვიდა. ჩვენ ვაკონტროლებდით ბურთს, ვქმნიდით მომენტებს და სახიფათო ეპიზოდებიც ჩვენი მონაწილეობით იყო.

ჩვენ საკმაოდ კარგ გუნდს ვეთამაშეთ და მინდა, რომ მათ ფინალში წარმატებები ვუსურვო. სახლში 1:0-ს ვიგებდით და იდიოტური გოლი გავუშვით. ასე მოხდა პირველი ნახევრის ბოლოსაც, როდესაც ბურთი არაფრისგან მივიღეთ.

ჩემი გუნდის თამაში ძალიან მომეწონა, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ. ძალიან სამწუხაროა, რომ კლუბს ასე ვტოვებ", - აღნიშნა ვენგერმა.

▶ ევროპა ლიგა. 1/2 ფინალები.
განმეორებითი მატჩები: "ატლეტიკო" და "მარსელი" ფინალში გავიდნენ [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული