"პირველი შეხვედრის მსგავსი მატჩი გამოვიდა. ჩვენ ვაკონტროლებდით ბურთს, ვქმნიდით მომენტებს და სახიფათო ეპიზოდებიც ჩვენი მონაწილეობით იყო.
ჩვენ საკმაოდ კარგ გუნდს ვეთამაშეთ და მინდა, რომ მათ ფინალში წარმატებები ვუსურვო. სახლში 1:0-ს ვიგებდით და იდიოტური გოლი გავუშვით. ასე მოხდა პირველი ნახევრის ბოლოსაც, როდესაც ბურთი არაფრისგან მივიღეთ.
ჩემი გუნდის თამაში ძალიან მომეწონა, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ. ძალიან სამწუხაროა, რომ კლუბს ასე ვტოვებ", - აღნიშნა ვენგერმა.
▶ ევროპა ლიგა. 1/2 ფინალები.