ევროპა ლიგა. ფინალი: მოიგო იმან, ვისაც უნდა მოეგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის ფინალში "ატლეტიკომ" "მარსელი" 3:0 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

მატჩი "ოლიმპიკის" შეტევებით კი დაიწყო, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ გაიტანა "ატლეტიკომ" - 22-ე წუთზე გრიზმანმა ზამბო-ანგისას შეცდომით ისარგებლა და შანსი ხელიდან არ გაუშვა. მან გოლი კომპიუტერული თამაშის Fortnite-ს სტილში აღნიშნა.

32-ე წუთზე პაიემ ტრავმა მიიღო და მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა. მას ბარძაყის ტრავმა ჰქონდა, მაგრამ მაინც ითამაშა. პაიე თანანაკრებელმა გრიზმანმა დაამშვიდა და გადაკოცნა.

ლიდერის გარეშე დარჩენილი ფრანგული გუნდი გატყდა და შესვენების შემდეგ გრიზმანმა კვლავ დაამწუხრა მანდანდა.

"მარსელს" შეეძლო ერთი
საპასუხო გოლის გატანა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა მიტროღლუმ ბურთი ძელს გაარტყა. 89-ე წუთზე კი გაბიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:3.

მოკლედ, კასტილიურმა გუნდმა კლასით დაჯაბნა მეტოქე და დამსახურებულად მოიგო ტურნირი.

სხვათა შორის, როხიბლანკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ თქვა, რომ თამაშის წინ "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა დაურეკა, გამარჯვება უსურვა და უთხრა, რომ სუპერფინალში უნდა შეხვდნენ ერთმანეთს.

და კიდევ - სერესომ განაცხადა, რომ მწვრთნელი დიეგო სიმეონე და ფორვარდი ანტუან გრიზმანი გუნდში რჩებიან.

ლიონი. "სტად დე ლიუმერი". 58 000 მაყურებელი
მარსელი - ატლეტიკო 0:3
გოლები: 0:1 გრიზმანი (21), 0:2 გრიზმანი (50), 0:3 გაბი (89)

მარსელი: მანდანდა, სარი, რამი, ლუის გუსტავო, ამავი, ზამბო-ანგისა, სანსონი; ტოვენი, პაიე (ლოპესი 32), ოკამპოსი (ნ'ჯი 55), ჟერმენი (მიტროღლუ 74)

ატლეტიკო: ობლაკი, ვრსალკო (ხუანფრანი 46), გოდინი, ხიმენესი, ლუკასი, კოკე, გაბი, საული, კორეა (პარტი 87), გრიზმანი (ფერნანდო ტორესი 89), დიეგო კოშტა
მკითხველის კომენტარები / 2 /
გუნდი, რომელიც ერთ კუთხურს ვერ აწვდის და კარებში ვერ ურტყამს ფინალში რა უნდა? და თანაც ყოჩაღ მარსელის მწვრთნელი
monako
11:39 17-05-2018
0
თქვე დილეტანტო ჟურნალისტებო !


პირველივე წინადადებაში უნდა ჩანდეს, თუ ზუსტად როდის და სად გაიმართა თამაში!!
ანგარიში, ანალიზი და დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ ამის მერე!
istoria
02:32 17-05-2018
0

სიახლეები პოპულარული