ევროპა ლიგა. პლეი-ოფი. საპასუხო მატჩები: ჭანტურიშვილის და ყენიას გუნდები ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ

AutoSharing Option
დღეს, ევროპა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრები ჩატარდა და ქართველების გუნდებიდან ჯგუფურ ეტაპზე ვახტანგ ჭანტურიშვილის ტრნავას "სპარტაკი" და ლევან ყენიას "დუდელანჟი" გავიდნენ.

"დუდელანჟმა" სახლში 2:0-ის მოგების შემდეგ, "კლუჟი" სტუმრადაც დაამარცხა (3:2). "დუდელანჟის" მწვრთნელმა დინო ტოპმიულურმა ნახევარმცველი ლევან ყენია ისევ არ შეიყვანა განაცხადში. "დუდელანჟი" პირველი ლუქსემბურგული გუნდია, რომელიც ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

ტრნავას "სპარტაკმა" გასვლაზე პირველი შეხვედრა 2:0 მოუგო "ოლიმპიას", საკუთარ მოედანზე კი ფრე (1:1) გაუგორა და ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. სლოვაკური გუნდის ნახევარმცველმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა ტრავმა მოირჩინა, ძირითად შემადგენლობაში იყო და 90-ე
წუთზე შეცვალეს.

"ზორიასა" და "ლეიპციგის" პირველი დაპირისპირება უკრაინაში უგოლოდ დასრულდა, გერმანიაში კი მასპინძლებმა 90-ე წუთზე გატანილი პენალტით 3:2 იმარჯვეს. ლუგანსკური გუნდის მეკარე ზაურ მახარაძე სათადარიგო იყო.

გლაზგოში 0:1-ზე დამარცხებული "უფა" სახლში ფრეს (1:1) დასჯერდა და გათამაშებას გამოეთიშა. რუსულ გუნდში კვლავ შეუცვლელად ითამაშა მცველმა ჯიმი ტაბიძემ.

"გენტი" - "ბორდო" ბელგიაში 0:0 დასრულდა, საფრანგეთში კი ჟირონდულმა გუნდმა 2:0 გაიმარჯვა. "გენტის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად იასპარეზა, ხოლო ამავე გუნდის თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია 69-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

altევროპა ლიგა. პლეი-ოფი. I მატჩები: ქართული ლეგიონის ამბები

მკითხველის კომენტარები / 1 /
დუდელანჟის განაცხადში,რომ ვერ იქნები რაღა უნდა თქვა რააა:(
ლაშა
13:59 31-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული