გასული წლის ევროპის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ანტუან გრიზმანი გახდა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოსა" და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი ანტუან გრიზმანი Uefa-მ ევროპის ლიგის გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

მე-2 პოზიცია "მარსელის" შემტევმა დიმიტრი პაიემ დაიკავა, მე-3 ადგილზე კი კიდევ ერთი "როხიბლანკოს" ფეხბურთელი, ურუგვაელი დიეგო გოდინი გავიდა.

ევროპის ლიგის გასულ სეზონში, გრიზმანმა 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 6 გოლი შეაგდო და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩი იქნა დასახელებული.

altუეფამ საუკეთესოები გამოავლინა - ლუკა მოდრიჩი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული