ევროპა ლიგა. II ტური: ოქრიაშვილმა შესვლისთანავე "სევილიას" მაკრატელა გაუტანა და "კრასნოდარმა" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგაზე მე-2 ტურის დარჩენილი 12 მატჩი ჩატარდა და ალბათ, ამ ტურში საუკეთესო გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

"კრასნოდარმა" საკუთარ მოედანზე 2:1 მოუგო "სევილიას". გამარჯვების ულამაზესი გოლი ოქრიაშვილმა 88-ე წუთზე მაკრატელათი გაიტანა. ის შეცვლაზე 84-ე წუთზე შევიდა.


"სპარტაკი" მოსკოვში დაუზავდა "ვილიარეალს" (3:3). ამ მატჩში "ყვითელმა" სუბმარინამ" ანგარიში 96-ე წუთზე გაათანაბრა - პენალტით კასორლამ. "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მწვრთნელმა მასიმო კარერამ განაცხადში არ შეიყვანა.

"აინტრახტმა" ფრანკფურტში 4:1 მოუგო "ლაციოს". ევროტურნირებზე იტალიური გუნდების წარმატებულად ასპარეზობის
ფონზე რომელთა ასეთი განადგურება მართლაც გასაკვირია.

კიევის "დინამო" ჩეხეთში 2:0-ს უგებდა "იაბლონეცს" და საბოლოოდ ფრით მოუწია დაკმაყოფილება - 2:2.

"ჩელსიმ" ლონდონში მეორე ტაიმში მორატას გატანილი გოლით 1:0 მოუგო "ვიდეოტონს".

G ჯგუფი
რეინჯერსი - რაპიდი 3:1
გოლები: 0:1 ბერიშა (41), 1:1 მორელოსი (43), 2:1 ტავერნიერი (84, პენ), 3:1 მორელოსი (90+4)

სპარტაკი (მ) - ვილიარეალი 3:3
გოლები: 0:1 ეკამბი (13), 1:1 ზე ლუისი (34, პენ), 1:2 ფორნალსი (49), 2:2 ზე ლუისი (82), 3:2 მელგახერო (85), 3:3 კასორლა (90+6, პენ)

H ჯგუფი
აპოლონი - მარსელი 2:2
გოლები: 0:1 პაიე (50), 0:2 ლუის გუსტავო (67), 1:2 მარკოვიჩი 74), 2:2 ზელაია (90)

აინტრახტი - ლაციო 4:1
გოლები: 1:0 და კოსტა (4), 1:1 პაოლო (23), 2:1 კოსტიჩი (28), 3:1 იოვიჩი (52), 4:1 და კოსტა (90)
გაძევება: ბასტა (ლაციო, 45), კორეა (ლაციო, 58)

I ჯგუფი
მალმიო - ბეშიქთაში 2:0
გოლები: 1:0 ერკინი (53, საკ. კარში), 2:0 როზენბერგი (76, პენ)

სარპსპორგი - გენკი 3:1
გოლები: 1:0 მორტენსენი (5), 1:1 ტროსარდი (49), 2:1 ზაჰარიასენი (54), 3:1 მორტენსენი (63)

J ჯგუფი
კრასნოდარი - სევილია 2:1
გოლები: 0:1 ნოლიტო (43), 1:1 პერეირა (72), ოქრიაშვილი (88)

სტანდარდი - ახისარსპორი 2:1
გოლები: 1:0 ემონდი (17), 1:1 აიკი (32), 2:1 ჯენეპო (40)

K ჯგუფი
ასტანა - რენი 2:0
გოლები: 1:0 ზაინუტდინოვი (64), 2:0 ტომასოვი (90+1)

იაბლონეცი - დინამო (კ) 2:2
გოლები: 0:1 ციგანკოვი (8), 0:2 გარმაში (14), 1:2 ჰოვორკა (33), 2:2 ტრავნიკი (81)

L ჯგუფი
ბატე - პაოკი 1:4
გოლები: 0:1 პრიიოვიჩი (6), 0:2 ჟაბა (11), 0:3 ჟაბა (17), 1:3 სკავიჩი (61), 1:4 პელკასი (73)

ჩელსი - ვიდეოტონი 1:0
გოლი: 1:0 მორატა (70)

მკითხველის კომენტარები / 16 /
ძმა ხარ თოკო, არათამაშებს ეგ ჩემისა თორე უფრო მეტს შეაგდებს, მიუშვი ეს კაცი თამაშობს ფეხბურთს. ააუუუუუ რაფერ გამისწორდა ასჯერ გადავახვიე.გილოცავთ ყველას
ემირი
02:51 05-10-2018
5
Genacvale sagil toko ¤♡♡☆
Emigranti
01:57 05-10-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული