ევროპა ლიგის მე-2 ტურში "სევილიასთან" მატჩში "კრასნოდარის" ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი 84-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 88-ე წუთზე გამარჯვების ულამაზესი გოლი გაიტანა.
მან შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"მაკრატელა გოლი? ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ვერ დავიჯერე, როდესაც ბურთი კარში დავინახე.
მიხარია, რომ დავბრუნდი და ჩემს გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. თავს 100%-ით მზად ვგრძნობ. მწვრთნელი მენდო და მათამაშა. ამისათვის მისი მადლობელი ვარ.
გულშემატკივრებს მადლობა მხარდაჭერისათვის, ასეთი არარეალური ატმოსფეროსათვის. თქვენს გარეშე ჩვენ არაფერს არ წარმოვადგენთ", - განუცხადა ოქრიაშვილმა Матч ТВ-ს.