აღსანიშნავია, რომ 2016/17 წლების სეზონში ეს თანხა 423.1 მლნ ევროს წარმოადგენდა.
განაწილების სქემის თანახმად, ტურნირის მოგების საერთო თანხის 60 პროცენტი ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილეზე ნაწილდება, ხოლო 40 პროცენტი - იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდია ესა თუ ის სატელევიზიო და ადგილობრივი ბაზარი.
ჯგუფური ეტაპის თითოეულმა კლუბმა 2.6 მლნ ევრო მიიღო. თითო მოგებისთვის გუნდებმა 360 ათასი ევრო, ხოლო ფრისთვის 120 ათასი ევრო მიიღეს. ფრისთვის განკუთვნილი
ჯგუფის თითოეულმა გამარჯვებულმა 600 ათასი ევრო მიიღო, მეორეადგილოსანმა - 300 ათასი ევრო. 1/16-ფინალში მონაწილეობისთვის კლუბებმა 500 ათასი ევრო, ხოლო მერვედფინალში - 750 ათასი ევრო მიიღეს.
8 მეოთხედფინალისტმა კი თითო მილიონი მიიღო, ხოლო ნახევარფინალში გუნდებმა 1.6 მლნ ევრო მიიღეს.
ევროპა ლიგის გამარჯვებულმა მადრიდის "ატლეტიკომ" 6.5 მლნ ევრო მიიღო, ხოლო ფინალში დამარცხებულმა "მარსელმა" - 3.5 მლნ ევრო.
მარკეტინგული კალათიდან თანხები ნაციონალური ტელებაზრის წილის მიხედვით გადანაწილდა.
428.1 მლნ ევროში ასევე 28 მლნ ევროც შედის, რომელიც კლუბებმა სეზონის დასრულების შემდეგ გაინაწილეს მათი მაჩვენებლების მიხედვით.
1.5 მლრდ ევრომდე! - უეფამ ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის მონაწილეებს თანხები გადაურიცხა