29 ნოემბერს, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის დარჩენილი შეხვედრებიც გაიმართა და პლეი-ოფში გასული 13 გუნდი გაირკვა: "ბაიერი", "ციურიხი", "ზალცბურგი", "ზენიტი", ზაგრების "დინამო", "ფენერბახჩე", "არსენალი", "სპორტინგი", "ბეტისი", "აინტრახტი", "ლაციო", კიევის "დინამო" და "ჩელსი".
"ჩელსი", რომელიც პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში "ტოტენჰემთან" დამარცხდა, საკუთარ მოედანზე პაოკ-ი გაანადგურა (4:0). ხაზგასასმელია, რომ ბერძნული გუნდი უკვე მე-7 წუთზე კაცნაკლული დარჩა - მსაჯმა უკრაინის ნაკრების მცველი ხაჩერიდი გააძევა.
აგრეთვე აღსანიშნავია "აინტრახტის" მიერ "მარსელის" დიდი ანგარიშით დამარცხება (4:0).
"ბეშიქთაში" 0:2-ს აგებდა "სარპსპორგთან" და 3:2 მოიგო.
G ჯგუფი
რეინჯერსი - ვილიარეალი 0:0
გაძევება: კანდეხასი (45, რეინჯერსი)
H ჯგუფი
აინტრახტი - მარსელი 4:0
აინტრახტი - მარსელი 4:0
გოლები: 1:0 იოვიჩი (1), 2:0 ლუის გუსტავო (17, საკ. კარში), 3:0 სარი (62, საკ. კარში), 4:0 იოვიჩი, 67)
აპოლონი - ლაციო 2:0
გოლები: 1:0 ფაულაპა (20), 2:0 მარკოვიჩი (82)
I ჯგუფი
მალმიო - გენკი 2:2
მალმიო - გენკი 2:2
გოლები: 0:1 პოზუელო (42), 0:2 პეინტსილი (54), 1:2 ლევიცკი (65), 2:2 ანტონსონი (67)
სარპსბორგი - ბეშიქთაში 2:3
გოლები: 1:0 მიჰამედი (1), 2:0 ჰეინცი (6), 2:1 ლენსი (62), 2:2 ლოვე (66), ლენსი (90)
J ჯგუფი
სტანდარდი - სევილია 1:0
სტანდარდი - სევილია 1:0
გოლი: ჯენეპო (62)
გაძევება: სარაბია (68, სევილია)
K ჯგუფი
იაბლონეცი - რენი 0:1
იაბლონეცი - რენი 0:1
გოლი: გრენიე (55)
L ჯგუფი
ჩელსი - პაოკ 4:0
ჩელსი - პაოკ 4:0
გოლები: 1:0 ჟირუ (27), 2:0 ჟირუ (37), 3:0 ჰუდსონ-ოდოი (60), 4:0 მორატა (78)
გაძევება: ხაჩერიდი (7)