ევროპა ლიგა. ბოლო ტური: ვის დარჩება 1/16-ფინალის 11 საგზური?

AutoSharing Option
13 დეკემბერს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო, VI ტურის მატჩები გაიმართება.

ბოლო ტურში ტურნირის 1/16-ფინალის 11 საგზური გათამაშდება.

"ვილიარეალი" ევროპა ლიგის ბოლო 6 გათამაშების განმავლობაში, რომელშიც მონაწილეობდა, პლეი-ოფში გადიოდა. მორიგ პლეი-ოფში გასასვლელად ესპანელებმა მოსკოვის "სპარტაკთან" შინ არ უნდა წააგონ.

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 10 ქულის დამგროვებელი არც ერთი გუნდი ჯერ არ დარჩენილა პლეი-ოფის გარეშე. თუმცა ეს შეიძლება "სტანდარტს" დაემართოს, რომელმაც VI ტურში "სევილიაზე" მეტი ქულა უნდა მოიპოვოს. "სტანდარტმა" უნდა მოიგოს ან "კრასნოდარმა" 6 ან მეტი ბურთით უნდა წააგოს.

"ზალცბურგს", ლონდონის
"ჩელსის" და "აინტრახტს" აქვთ სანსი, რომ ჯგუფური ეტაპის 100-პროცენტიანი შედეგით დაასრულონ. ადრე მსგავსი რამე 7-ჯერ მომხდარა, მაგრამ "ზალცბურგი" ერთადერთი კლუბია, რომელმაც ორჯერ მოიპოვა 6 მოგება ჯგუფურ ეტაპზე 2009/10 და 2013/14 წლებში.

ყველაზე დიდი სხვაობა ჯგუფის გამარჯვებულსა და მეორეადგილოსანს შორის ისტორიაში 11 ქულას წარმოადგენს. "ჩელსის" შეუძლია ეს რეკორდი გაიმეოროს ან გააუმჯობესოს, თუ "ვიდის" მოუგებს ან ბატე ვერ მოიგებს.

7 ქულა ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რომლის მიხედვით გუნდი ჯგუფიდან გასულა. "სლავიას", ბატე-ს და "ვიდის" შეუძლიათ ეს შედეგი გაიმეორონ, ხოლო პაოკ-ს საერთოდ შეუძლია პლეი-ოფში 6 ქულითაც კი გავიდეს.

"საპრსბორგი" ერთადერთია ჯგუფური ეტაპის დებიუტანტებს შორის მიმდინარე სეზონში, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს შანსი, პლეი-ოფში გავიდეს.

ამ დროისთვის 1/16-ფინალის საგზურები მოპოვებული აქვთ: "ლევერკუზენს", "ციურიხს", "ზალცბურგს", "ზენიტს", ზაგრების "დინამოს", "ფენერბაჰჩეს", ლონდონის "არსენალს", "სპორტინგს", "ბეტისს", კიევის "დინამოს", ლონდონის "ჩელსის", "აინტრახტს", რომის "ლაციოს".

ასევე, ევროპა ლიგის 1/16-ფინალს ჩემპიონთა ლიგიდან "ბრიუგე", "ნაპოლი", "ინტერი", "გალათასარაი", "ბენფიკა", "შახტარი", "პლზენი" და "ვალენსია" დაემატნენ.

რაც შეეხება ქართველების გუნდებს, პლეი-ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარს", რომელიც ჯგუფის ლიდერია. ხოლო ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკმა" კი აუცილებლად უნდა მოუგოს "ვილიარეალს". სხვა შემთხვევაში ჯგუფში ჩარჩება.

A ჯგუფი
ლარნაკა-ლევერკუზენი 23:59
ლუდოგორეცი-ციურიხი 23:59

B ჯგუფი
სელტიკი-ზალცბურგი 23:59
ლაიპციგი-რუსენბორგი 23:59

C ჯგუფი
კოპენჰაგენი-ბორდო 23:59
სლავია-ზენიტი 23:59

D ჯგუფი
დინამო ზ-ანდერლეხტი 23:59
ტრნავა-ფენერბაჰჩე 23:59

E ჯგუფი
სპორტინგი-ვორსკლა 23:59
არსენალი-ყარაბაღი 23:59

F ჯგუფი
ოლიმპიაკოსი-მილანი 23:59
დუდელანჟი-ბეტისი 23:59

G ჯგუფი
ვილიარეალი-სპარტაკი 21:55
რაპიდი-რეინჯერსი 21:55

H ჯგუფი
მარსელი-აპოლონი 21:55
ლაციო-აინტრახტი 21:55

I ჯგუფი
გენკი-სარპსბორგი 21:55
ბეშიქთაში-მალმიო 21:55

J ჯგუფი
სევილია-კრასნოდარი 21:55
ახისარი-სტანდარდი 21:55

K ჯგუფი
დინამო კ-იაბლონეცი 21:55
რენი-ასტანა 21:55

L ჯგუფი
პაოკ-ბატე 21:55
მოლ ვიდი-ჩელსი 21:55
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული