ევროპა ლიგა. 1/16-ფინალი: ხარაბაძის "ციურიხი" უშანსოდ, ხოჭოლავას "შახტარს" კი შანსი დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
15 თებერვალს, ევროპა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩებში ლევან ხარაბაძემ და დავით ხოჭოლავამ მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც შეუცვლელად ითამაშეს.

დონეცკის "შახტარისთვის" შეხვედრა უიღბლოდ დაიწყო, დებიუტშივე გაუშვა გოლი ჰინტერეგერისგან, რომელმაც მეორე სართულზე ისმაილის მოუგო დუელი და მეკარე პიატოვმაც ვერ ივარგა. "შახტარმა" ანგარიში მალევე კი გაათანაბრა, მაგრამ მე-11 წუთზე მცველმა სტეპანენკომ მეორე ყვითელი ბარათის მიღება "მოახერხა" და დონეცკური გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. მეორე ტაიმში ფრანკფურტელები ისევ დაწინაურდნენ, მაგრამ კაცნაკლულმა "მეშახტეებმა" ისევ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება - 2:2.


ხარაბაძის "ციურიხს" პირველ ტაიმშივე
მოუთავა საქმე "ნაპოლიმ", რომელიც მეტოქეზე აშკარად უფრო მაღალი კლასისაა. ჯერ შვეიცარიელთა მეკარემ დაუშვა უხეში შეცდომა და ინსინიემ გახსნა ანგარიში, შემდეგ კი მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთზე ცენტრალურ მცველებს კალეხონმა დაასწრო და მეორე გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში ზელინსკიმ ცენტრალური მცველი მოტყუა და მესამედ დალაშქრა ციურიხელთა კარი, მასპინძლებმა კი ბოლოს პენალტით ერთი საპასუხო გოლის გატანა მოახეხეს - 1:3.



სელტიკი-ვალენსია 0:2
გოლები: 0:1 ჩერიშევი (42), 0:2 სობრინო (49)


ბრიუგე-ზალცბურგი 2:1
გოლები: 0:1 იუნუზოვიჩი (17), დენსვილი (61), 2:1 ვესლი (81)

მალმიო-ჩელსი 1:2
გოლები: 0:1 ბარკლი (30), 0:2 ჟირუ (58), 1:2 კრისტიანსენი (80)


პლზენი-დინამო (ზ) 2:1
გოლები: 0:1 ოლმო (41), 1:1 პერნიცა (54), 2:1 პერნიცა (83)

შახტარი-აინტრახტი 2:2
გოლები: 0:1 ჰინტერეგერი (7), 1:1 მარლოსი (10, პენ), 1:2 კოსტიჩი (50), 2:2 ტაისონი (60)
გაძევება: სტეპანენკო (

სპორტინგი-ვილიარელი 0:1
გოლები: 0:1 პედრაზა (3)
გაძევება (აკუნა 77, სპორტინგი)

ციურიხი-ნაპოლი 1:3
გოლები: 0:1 ინსინიე (11), 0:2 კალეხონი (21), 0:3 ზელინსკი (77), 1:3 კოლოლი (83, პენ)

საპასუხო მატჩები 21 თებერვალს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაკრები ჯერ ადრეა.
ჰაჰა
10:30 15-02-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული