14 თებერვალს, ევროპა ლიგაზე 8 1/16-ფინალური მატჩი გაიმართა.
"ბატემ" სენსაციური გამარჯვება, 1:0 მოიპოვა "არსენალთან". აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირზე "მეთოფებმა" ბოლოს გოლი ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გუშვეს და მშრალმა სერიამ 495 წუთი შეადგინა.
"ბენფიკამ", რომელმაც ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში "ნასიონალი" 10:0 გაანადგურა, სტუმრად "გალათასარაის" 2:1 სძლია.
"სევილიამ" რომში "ლაციოს" 1:0 მოუგო. კიევის "დინამომ" პირეოსში ფრეს მიაღწია "ოლიმპიაკოსთან" 2:2.
"ინტერმა", რომელსაც თავდამსხმელი მაურო იკარდი არ თუ ვერ დაეხმარა, ვენაში 1:0 მოუგო "რაპიდს". ლაუტერაო მარტინესმა ნერიაძურიში პირველად გაიტანა
გოლები ზედიზედ 2 მატჩში.
ბატე-არსენალი 1:0
გოლი: 1:0 დრაგუნი (45)
გაძევება: ლაკაზეტი (85)
კრასნოდარი-ლევერკუზენი 0:0
გალათასარაი-ბენფიკა 1:2
გოლები: 0:1 სალვიო (27, პენ), 1:1 დიაგნე (54), 1:2 სეფეროვიჩი (64)
ლაციო-სევილია 0:1
გოლი: 0:1 ბენ იედერი (22)
ოლიმპიაკოსი-დინამო (კ) 2:2
გოლები: 1:0 კოკა (9), 1:1 ბუიალსკი (28), 2:1 დიასი (40), 2:2 ვერბიჩი (89)
რაპიდი-ინტერი 0:1
გოლები: 0:1 მარტინესი (39, პენ)
რენი-ბეტისი
გოლები: 1:0 ადრიენი (2), 2:0 გარსია (10 საკ. კარში), 2:1 ჩელსო (32), 3:1 ბენ არფა (45+3, პენ), 3:2 სიდნეი (62), 3:3 ლაინესი (90)
სლავია-გენკი 0:0
განმეორებითი შეხვედრები 22 თებერვალს ჩატარდება.