დავით ხოჭოლავა: არ გაგვიმართლა - მეტოქეც ჩვენზე ძლიერი იყო

AutoSharing Option
"შახტარი" ევროპა ლიგის განმეორებით 1/16-ფინალურ მატჩში, ფრანკფურტში "აინტრახტთან" 1:4 დამარცხდა და შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი დონეცკელთა მცველმა დავით ხოჭოლავამ გააკეთა.

"ვფიქრობ, ტაქტიკური შეცდომები არ დაგვიშვია, განსაკუთრებით პირველი გოლისას, იქ მეტოქე ინდივიდუალურად გასცდა რამდენიმე ფეხბურთელს. მერე იყო პენალტი, რომელმაც ჩვენზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა. მეორე ტაიმი თითქმის იდეალურად დავიწყეთ, გოლი გავიტანეთ, მომენტებიც გვქონდა, მაგრამ გარდამტეხი მესამე გაშვებული გოლი აღმოჩნდა. მათ კონტრშეტევაზე რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს.

ბურთი ორჯერ გავარტყით ძელს. არ გაგვიმართლა. ჩვენი გუნდი თავს არ ზოგავდა, გადაეწყო, მუდამ შეტევას ცდილობდა.

ყველას გვესმოდა, რომ ფინალის
დარი თამაში იყო, ყოველი ბურთისთვის ბრძოლა მიდიოდა. წაგება სამწუხაროა. ვფიქრობ, მეტოქე ჩვენზე ძლიერი იყო. ორი მატჩის ჯამში ბევრი შეცდომა დავუშვით, ინდივიდუალური და მორალური. შედეგი შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო.

გვინდოდა შემდეგ ეტაპზე გავსულიყავით. შეგვეძლო, თუმცა ეს ფეხბურთია. ახლა ჩემპიონტზე და თასზე უნდა გადავერთოთ, რომლებიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ", - განუცხადა ხოჭოლავამ ტელეარხ "Футбол 1"-ს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯერ უკრაინაში სეზონი არ დაწყებულა და ესაა მიზეზი გუნდი არაა ფორმაში, აინტრახტი ტონუსშია ბუნდესლიგა დიდი ხნის დაწყებულია
irakli
13:22 22-02-2019
0
,ნეტავ ამის აზრი ვის აინტერესებს
Zaza
10:58 22-02-2019
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული