მაურიციო სარი: 22-დან 18 მატჩი მოვიგეთ და მაინც არაკვალიფიციურ მწვრთნელად მთვლიან

AutoSharing Option
"ჩელსიმ" ევროპა ლიგის 1/4-ფინალიდან პრაღის "სლავია" გამოაგდო (4:3, 1:0), შეხვედრის დასრულების შემდეგ კი კომენტარი გამარჯვებული გუნდის მენეჯერმა მაურიციო სარიმ გააკეთა.

"ევროპა ლიგაზე 22-დან 18 მატჩი მოვიგეთ და მაინც არაკვალიფიციურ მწვრთნელად მთვლიან, რომელიც ევროტურნირების დონეს არ შეესაბამება.

გული დამწყდა "ნაპოლის" წაგების გამო. ვიცი, "არსენალთან" თამაში ადვილი არაა.

გამიხარდა, რომ "ნაპოლისთან" "სან პაოლოზე" შეხვედრა არ მომიწევს. საამისოდ ათასი მიზეზი მაქვს, თუმცა ნეიტრალურ მოედანზე ამ გუნდთან თამაში და ტიტულისთვის ბრძოლა კარგი იქნებოდა.

ტურნირზე არაჩვეულებრივი გზა გავიარეთ, მაგრამ ეს პლეი-ოფია, აქედან ნებისმიერ მომენტში შეიძლება
გავარდე.

მედიასაშუალებები ევროტურნირებზე ძალიან ჩაიციკლნენ, მაგრამ ხალხს ავიწყდება, რომ ბურთის ძელისთვის ერთხელ მოხვედრამ ან ვიდეოგამეორებამ შეიძლება შენ წინააღმდეგ იმოქმედოს და ტურნირიდან გამოვარდე", - განუცხადა სარიმ Football Italia-ს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული