"საბურთალოს" მძლეველ "არარატ არმენიას" "დუდელანჟმა" პენალტების სერიაში მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 აგვისტოს, ევროპა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში "არარატ არმენიას", რომელმაც წინა წრეში "საბურთალოს" სძლია, თერთმეტმეტრიანების სერიაში "დუდელანჟმა" მოუგო და გათამაშებას გამოთიშა.

ერევანში ჩატარებულ შეხვედრაში სომხურმა გუნდმა სახლში კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით 2:1 დაამარცხა მეტოქე.

სტუმრად პირველ ტაიმში კვლავ მაილსონმა დააწინაურა "არარატ არმენია", შესვენების შემდეგ კი სინანმა დუბლით მასპინძლები წინ გაიყვანა.

დამატებით დროში გოლი არ გასულა, ხოლო პენალტების სერიაში 5:4 ლუქსემბურგელებმა იმარჯვეს.
მკითხველის კომენტარები / 30 /
სიაეტ მორე ვ ერევანე
ა ვ ერევანე მორია ნეტ
ჯეკო
01:54 30-08-2019
4
აბა..ამ ევროპელების მოსყიდვა არაა იოლი საქმე...ათასი რამე შეიძლება მოხდეს თუ გასკდა ეგ ამბავი. ყველა კი არაა ჩვენისთანა ჯიგარი..
Vakhtang Lobzhanidze
03:18 30-08-2019
6

სიახლეები პოპულარული