ევროპა ლიგა. I ტური: დვალმა ბარსელონაში იომა, ქვილითაია "სენტ ეტიენთან" ბოლოს შევიდა [VIDEO]

AutoSharing Option
19 სექტემბერს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური ჩატარდა.

H ჯგუფში ლაშა დვალის "ფერენცვაროშმა" ბარსელონაში ფრეს მიაღწია "ესპანიოლთან". მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ სტუმრებმა ანგარიშის გახსნა მოახერხეს (ლოპესის ავტოგოლით),  მეორე ტაიმში კი ვარგასმა მხოლოდ საპასუხო გოლის გატანა შეძლო და შეხვედრა 1:1 დასრულდა. დვალმა კვლავ შეუცვლელად ითამაშა.


ამავე ჯგუფში მოსკოვის ცსკა-მ რაზგრადში პირველი ტაიმი 1:0 მოუგო "ლუდოგორეცს", შესვენების შემდეგ კი ბულგარულმა გუნდმა მეტოქე დაჯაბნა და 5:1 გაიმარჯვა. თავდამსხმელმა კეშერიუმ ჰეთ-თრიკი 21 წუთში შეასრულა.

I
ჯგუფში "გენტმა" სახლში 3:2 მოუგო "სენტ ეტიენს". გიორგი ქვილითაიამ 90+4-ე წუთზე შეცვალა დუბლის ავტორი ჯონათან დავიდი.

A ჯგუფში "არარატ არმენიას" პლეი-ოფში პენალტების სერიაში მძლეველმა "დუდელანჟმა" დაძაბულ მატჩში 4:3 დაამარცხა კვიპროსში "აპოელი", ხოლო "ყარაბაღი" სახლში 0:3 განადგურდა "სევილიასთან". ახალ გუნდში პირველი გოლი გაიტანა თავდამსხმელმა ჩიჩარიტომ.

C ჯგუფში გაბითურდა რუსეთის მეორე წარმომადგენელი "კრასნოდარიც", რომელმაც ცსკა-ს დარად 5 გოლი გაუშვა "ბაზელთან" - 0:5.


F ჯგუფში აღსანიშნავია "არსენალის" მიერ ფრანკფურტში "აინტრახტის" დამაჯერებლად, 3:0 დამარცხება და 18 წლის საკას გოლი და 2 საგოლე პასი.

G ჯფუფში თბილისის "დინამოს" ყოფილ მეტოქეს, "ფეიენოორდს" "რეინჯერსმა" საკუთარ მოედანზე 1:0 მოუგო, "პორტუმ" კი "იანგ ბოიზს" 2:1 სძლია.

J ჯგუფში ავსტრიის "ვოლფსბერგერმა" მოულოდნელად გასვლაზე შავი დღე აყარა "გლადბახს" (4:0), ხოლო "რომა" სახლში ასეთივე ანგარიშით გაუსწორდა "ისტანბულს".

K ჯგუფში "სლოვანმა" 4:2 დაამარცხა "ბეშიქთაში". სტამბოლური გუნდის მეკარე კარიუსმა ისევ კურიოზული გოლი გაუშვა - კარიდან გამოსვლისას ბურთი თავზე გადაახტა და მეტოქემ ანგარიში გახსნა.

L ჯგუფში "მანჩესტერმა" ექსპერიმენტული შემადგენლობით და 17 წლის გრინვუდის გოლით "ოლდ ტრაფორდზე" გაჭირვებით მოუგო "ასტანას" 1:0, "პარტიზანი" და "ალკმაარი" კი დაზავდნენ - 2:2.

A ჯგუფი
აპოელი - დუდელანჟი 3:4
გოლები: 0:1 სინანი (36), 0:2 ბერნე (51), 1:2 პავლოვიჩი (54), 2:2 დე ვინსენტი (56, პენ), 3:2 პავლოვიჩი (58), 3:3 შტოლცი 71), 3:4 სინანი (82)

ყარაბაღი - სევილია 0:3
გოლები: 0:1 ჩიჩარიტო (62), 0:2 მუნირი (78), 0:3 ტორესი (85)

B ჯგუფი
დინამო (კ) - მალმიო 1:0
გოლი: ბუიალსკი (84)

კოპენჰაგენი - ლუგანო 1:0
გოლი: სანტოსი (50)

C ჯგუფი
ბაზელი - კრასნოდარი 5:0
გოლები: 1:0 ბუა (9), 2:0 ბუა (40), 3:0 ცუფი (52), 4:0 ვილენა (54, საკ. კარში), 5:0 ოკაფორი (79)

ხეტაფე - ტრაბზონსპორი 1:0
გოლი: ანხელი (18)

D ჯგუფი
ლასკ - რუსენბორგი 1:0
გოლი: ჰოლანდი (45+3)

პსვ - სპორტინგი 3:2
გოლები: 1:0 მალენი (19), 2:0 კოატესი (25, საკ. კარში), 2:1 ფერნანდესი (38, პენ), 3:1 ბაუმგარტი (48), 3:2 მენდესი (82)

E ჯგუფი
კლუჟი - ლაციო 2:1
გოლები: 0:1 ბასტოსი (25), 1:1 დეაკი (41, პენ), 2:1 ომრანი (75)

რენი - სელტიკი 1:1
გოლები: 1:0 ნიანგი (37, პენ), 1:1 კრისტი (59, პენ)
გაძევება: ედოარდი (90+2, სელტიკი)

F ჯგუფი
აინტრახტი - არსენალი 0:3
გოლები: 0:1 უილოკი (38), 0:2 საკა (85), 0:3 ობამეიანგი (87)
გაძევება: კორი (79, აინტრახტი)

სტანდარდი - ვიტორია 2:0
გოლები: 1:0 ჰანინი (66, საკ. კარში), 2:0 მ'პოკუ (90+1)

G ჯფუფი
პორტუ - იანგ ბოიზი 2:1
გოლები: 1:0 ტიკუინო (7), 1:1 ნსამე (15, პენ), 2:1 ტიკუინო (29)

რეინჯერსი - ფეიენოორდი 1:0
გოლი: ოჯო (23)

H ჯგუფი
ესპანიოლი - ფერენცვაროში 1:1
გოლები: 0:1 ლოპესი (10, საკ. კარში), 1:1 ვარგასი (60)

ლუდოგორეცი - ცსკა 5:1
გოლები: 0:1 დივეევი (11), 1:1 ვანდერსონი (47), 2:1 ლუკოკი (50), 3:1 კეშერიუ (52), 4:1 კეშერიუ (68), 5:1 კეშერიუ (73, პენ)


I ჯგუფი
გენტი - სენტ ეტიენი 3:2
გოლები: 1:0 დავიდი (2), 1:1 ჰაზრი (38), 2:1 დავიდი (43), 3:1 პერინი (64, საკ. კარში), 3:2 კამინსკი (74, საკ. კარში)

ვოლფსბურგი - ოლეკსანდრია 3:1
გოლები: 1:0 არნოლდი (20), 2:0 მეჰმედი (24), 2:1 ბანადა (66), 3:1 ბრეკალო (67)

J ჯგუფი
გლადბახი - ვოლფსბერგერი 0:4
გოლები: 0:1 ვაისმენი (13), 0:2 ლეიტგები (31), 0:3 რიტცმაიერი (41), 0:4 ლეიტგები (68)

რომა - ისტანბული 4:0
გოლები: 1:0 ჟუნიორი (42, საკ. კარში), 2:0 ჯეკო (58), 3:0 ძანოლო (71), 4:0 კლუივერტი (90+3)

K ჯგუფი

სლოვანი - ბეშიქთაში 4:2
გოლები: 1:0 შპორარი (14), 1:1 ლიაიჩი (29, პენ), 1:2 ბოჟიკოვი (45+1, საკ. კარში), 2:2 შპორარი (58), 3:2 ლიუბიჩიჩი (90+3), 4:2 რარსალა (90+4)

ვულვერჰემპტონი - ბრაგა 0:1
გოლი: ჰორტა (71)

L ჯგუფი
მანჩესტერი - ასტანა 1:0
გოლი: გრინვუდი (73)

პარტიზანი - ალკმაარი 2:2
გოლები: 0:1 სტენგსი (12), 1:1 ნატხო (42, პენ), 2:1 ნატხო (61), 2:2 ბოადუ (66)
გაძევება: სვენსონი (27, ალკმაარი)
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიხარია რუსების წარმატება, ტაკ დერჟატ ბრატცი:)))))))))))))))))))))))))
llcl
07:49 20-09-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული